,,ის უბრალოდ ბავშვია, მე კი კაცი ვარ'' - ამერიკელი მოჭიდავე პეტრიაშვილზე
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი, კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) ჯასტინ რადემეიქერმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში დამარცხდა. გამარჯვების შემდეგ ამერიკელმა მოჭიდავემ პეტრიაშვილის შესახებ პროვოკაციული კომენტარი გააკეთა:
,,ის უბრალოდ ბავშვია, მე კი კაცი ვარ!'' - რადემეიქერის სიტყვებს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია ციტირებს
კონტანტინე პეტრიაშვილი დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს - მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე თურქი იბრაჰიმ ბენეკლი იქნება.