Belive

U 20 | ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში, ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

77-კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების წევრმა, თორნიკე მიქელაძემ, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შვედი მეტოქე, კარლ ედვინ ჰუგო ბაფი დაამარცხა.

დღეს ბრინჯაო მოიპოვა აჩიკო ბოლქვაძემაც. ქართველმა მოჭიდავემ მედლისთვის ბრძოლაში რუმინელ პატრიკ გორდანს უშანსოდ, 10:0 მოუგო.

დღეს მესამე ადგილზე გასვლის შანსი ანრი ხოზრევანიძესაც (63კგ) ჰქონდა, თუმცა ის ირანელ მეტოქესთან დამარცხდა.

სხვა სტატიები