ანრი ხოზრევანიძემ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ბერძნულ-რომაული სტლით მოჭიდავეებიც იღებენ, ანრი ხოზრევანიძემ (67კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ჩვენი ნაკრებისთვის მეორე ოქროა, რამდენიმე საათის წინ, 60 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონობა დიმიტრი ხაჩიძემ იზეიმა.
ანრიმ გამოსვლა კვალიფიკაციიდან დაიწყო და მარტივად დაამარცხა ალბანელი მეტოქე. მერვედინალში იტალიელ ანდრეა სეტის სძლია (5:2). 1/4 ფინალში მისი მოწინააღმდეგე პოლონეთის სახელით მოასპარეზე არსლანბეკ სალიმოვი იყო (6:4). ნახევარფინალში თურქ აზატ სარიარს აჯობა (6:5), ხოლო ფინალში, ნეიტრალური დროშით გამომსვლელ გლებ მაკარანკას 3:1 სძლია.
ხაჩიძის და ხოზრევანიძის ოქროს გარდა, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოვიპოვეთ მედლები: კობა ქარუმიძე (55 კგ) - ვერცხლი, რომეო ბერიძე (63 კგ) - ბრინჯაო და საბა ჩილაშვილი (130 კგ) - ბრინჯაო. ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ლუკა გაბისონია (97კგ).