დიმიტრი ხაჩიძე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
8 თვის წინ
სხვა
1 წთ
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ბერძნულ-რომაული სტლით მოჭიდავეებიც იღებენ, დიმიტრი ხაჩიძემ (60კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ხაჩიძემ ფინალში ისრაელის წარმომადგენელი, მელქამუ ფეტენე 50 წამში, 9:0 დაამარცხა.
დიმიტრის გზა ფინალამდე:
მერვედფინალში მისი მეტოქე ნორვეგიელი ბრაიან კურტ სანტიაგო იყო, ქართველმა ის ძალიან მარტივად, 9:0 დაამარცხა. 1/4 ფინალში ურთულეს დაპირისპირებაში, რომელიც თურქ მერტ ილბარსთან შედგა, დიმიტრიმ 4:3 გაიმარჯვა, ფინალში გასასვლელად კი უკრაინელ ბოჰდან ჰრიშინს 10:0 სძლია.
ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოვიპოვეთ მედლები: კობა ქარუმიძე (55 კგ) - ვერცხლი, რომეო ბერიძე (63 კგ) - ბრინჯაო და საბა ჩილაშვილი (130 კგ) - ბრინჯაო.