Belive

თვის საუკეთესო მეკარე - მამარდაშვილი ლა ლიგის მარტის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, ლა ლიგის მარტის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატისტიკური პლატფორმის, Whoscored-ის მიერ შედგენილ გუნდში 23 წლის ქართველი გოლკიპერი "ბარსელონას", მადრიდის "რეალის", "რეალ სოსიედადის", "ვილიარეალის", "რაიო ვალეკანოსა" და "მალიორკას" ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა.

გიორგი მამარდაშვილმა მარტის თვეში ლა ლიგაში სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაუშვა და ერთხელ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ყველა შეხვედრაში, შეფასებების თვალსაზრისით, ის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

გიორგი მამარდაშვილს 2023/24 წლების სეზონში ლა ლიგაში 32 მატჩში აქვს ნათამაშები და 10-ჯერ გოლი არ გაუშვა.

სხვა სტატიები