Belive

თუშიშვილი და ბექაური ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ

1 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურს ტოკიოს გრანდ სლემი დახურავს, რომელიც 6-7 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართება.

სულ ახლახანს კი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ გურამ თუშიშვილი და ლაშა ბექაური ტოკიოს გრანდ სლემიდან ჩაეხსნენ, მიზეზი კი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ტოკიოს გრანდ სლემის პარალელურად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებას იაპონიაში გადის და 2025 წელს სწორედ იაპონური შეკრებით დაასრულებენ.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემისთვის ასე გამოიყურება.

შემადგენლობა

  • 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

  • 81 კგ - ზაურ დვალაშვილი

  • 90 კგ - გიორგი ჯაბნიაშვილი

  • 100 კგ - ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი

  • +100 კგ - ირაკლი დემეტრაშვილი

ქალები

  • 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

  • 70 კგ - მარიამ ჭანტურია

  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

სხვა სტატიები