Belive

13 ძიუდოისტით ლოზანაში | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

5 საათის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოს სამყარო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მოლოდინშია - ლოზანას გრანდ სლემი (28-30 აგვისტო) ისტორიაში პირველად ტარდება, რაც ამ ტურნირს განსაკუთრებულ სტატუსსა და ინტრიგას სძენს.

გარდა ისტორიული დებიუტისა, შეჯიბრებას უდიდესი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების უმნიშვნელოვანესი სალიცენზიო ქულებისთვის იბრძოლებენ. ლოზანაში წარმატებული ასპარეზობა თითოეული ძიუდოისტისთვის ოლიმპიურ საგზურთან დაახლოების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.

ლოზანის ტურნირისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ქართველები შვეიცარიაში 13 სპორტსმენით წარდგებიან, საიდანაც 9 მამაკაცი, ხოლო 3 ქალი იქნება.

შემადგენლობა

ვაჟები

  • 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური

  • 73 კგ - მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ლოლაძე

  • 81 კგ - ზაურ დვალიშვილი

  • 90 კგ - აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ჯავახიშვილი

  • 100 კგ - ილია სულამანიძე

  • +100 კგ - გურამ თუშიშვილი.

ქალები

  • 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

  • 70 კგ - ნინო გულბანი

  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

სხვა სტატიები