მთავარი ვარსკვლავის გარეშე | რუსეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის
2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის რუსეთის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა. რუსები ჯამში 18 სპორტსმენით იასპარეზებენ, საიდანაც 9 მამაკაცი და 9 ქალი იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთის ნაკრებს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და ნაკრების მთავარი ლიდერი - ტიმურ არბუზოვი დააკლდება.
შემადგენლობა
კაცები
60 კგ: აიუბ ბლიევი
66 კგ: რამაზან აბდულაევი, მურად ჩოპანოვი
73 კგ: დანილ ლავრენტევი
90 კგ: ეგორ ანდონი
100 კგ: ნიაზ ბილალოვი, არმან ადამიანი
+100 კგ: ვალერი ენდოვიცკი, ინალ ტასოევი
ქალები
48 კგ: სანომა გილიაზოვა, მარინა ვორობიევა
57 კგ: ირინა ეუევა, ოლღა მუხინა
63 კგ: დალი ლილუაშვილი
70 კგ: მადინა ტაიმაზოვა, ტამარა ლიშენკო
+78 კგ: ელის სტარცევა, მარია ივანოვა.