2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი | საფრანგეთის ნაკრები ბაქოში 17 სპორტსმენით იასპარეზებს
2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა. 'მამლები' ჯამში 17 სპორტსმენით იასპარეზებენ, საიდანაც 8 მამაკაცი ხოლო 9 ქალი იქნება.
შემადგენლობა
კაცები
60 კგ: ლუკა მხეიძე, რომენ ვალადიე პიკარი
66 კგ: ვალიდ ხიარი, დაიკი ბოუბა
73 კგ: ჟოან-ბენჟამენ გაბა, დაიან ბულემტაფესი
90 კგ: მაქსიმ-გაელ ენგაიაპ ჰამბუ, ალექსა მიტროვიჩი.
ქალები
48 კგ: შირინ ბუკლი
57 კგ: სარა-ლეონი სიზიკი
63 კგ: მანონ დეკეტერი, კლარის აგბენენუ
70 კგ: კლემანს ემე
78 კგ: კაილა ისუფი, ოდრი ჩუმეო
+78 კგ: რომან დიკო, ლეა ფონტენი.
2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა, სადანაც 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი იყო.