2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი | იაპონია 18 სპორტსმენით იასპარეზებს
2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ვაჟთა შორის 39-ე, ხოლო ქალთა შორის 30-ე გათამაშება იქნება. ტურნირი გაიმართება აზერბაიჯანში, ბაქოს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, 2026 წლის 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის, იაპონიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. აზიელები ჯამში 18 სპორტსმენით იასპარეზებენ, საიდანაც 9 მამაკაცი ხოლო 9 ქალი იქნება.
შემადგენლობა
კაცები
60 კგ: რიუჯუ ნაგაიამა
66 კგ: ტაკეში ტაკეოკა, ჰიფუმი აბე
73 კგ: რიუგა ტანაკა
81 კგ: იუჰეი ოინო
90 კგ: სანშირო მურაო, გოკი ტაჯიმა
100 კგ: დოტა არაი
+100 კგ: კანტა ნაკანო
ქალები
48 კგ: ვაკანა კოგა
52 კგ: უტა აბე
57 კგ: მომო ტამაოკი, აკარი ომორი
63 კგ: ჰარუკა კაჯუ
70 კგ: შიჰო ტანაკა
78 კဂ: კურენა იკედა
+78 კგ: მაო არაი, აკირა სონე
იაპონიის ნაკრებმა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გუნდური პირველი ადგილით დაასრულა - მათ ჯამში 14 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 6 ოქროს სინჯის იყო, 4 ვერცხლის, ხოლო 4 ბრინჯაოსი.