Belive

ცრვენა ზვეზდა ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერზე მუშაობს

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ცრვენა ზვეზდა" "შტურმის" ქართველი ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერზე მუშაობს, ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა laola1 აქვეყნებს.

კიტეს გრაცულ გუნდთან ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ ჯერ ჯერობით უცნობია გაახანგრძლივებს თუ არა თავის ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულებას, ამიტომ ხშირია საუბრები ქართველი ნახევარმცველის სხვა გუნდებში გადასვლაზე, ერთ-ერთი ასეთი კი სერბული "ცრვენა ზვეზდაა".

შემოქმედებითი სულისკვეთება მხოლოდ ამ სეზონში არ ვლინდება. კიტეიშვილი გრაცში თითქმის ექვსი წელია თამაშობს და ის სეზონს სულ შედეგიანად ასრულებს, როგორც გოლების ასევე საგოლე გადაცემების თვალსაზრისით. მას არაერთხელ ჰქონია ტრავმები, რომლებმაც გარკვეული პერიოდი დააკარგვინა.

ბელგრადის წითელი ვარსკვლავის სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებიან კიტეიშვილს, ბოლოს მისი თამაში "ზალცბურგთან" ნახეს და ტიტულისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანეს თამაშში მათ მისი ასპარეზობა თვალში მოხვდათ.

"ცრვენა ზვეზდა"-ში ჯერ ბოლომდე არ არიან დარწუმენებულები გაამართლებს თუ არა ქართველი ფეხბურთელი მათ იმედებს, მით უმეტეს, რომ სერბები ახლოს არიან საფრანგეთის მეორე დივიზიონის "ტროას" შემტევი ნახევარმცველის, ლუკა ილიჩის დამატებასთან. - laola1

ვლადან მილოევიჩის გუნდი სეზონს კარგად ატარებს, ჩემპიონატის ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია და 11 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან "პარტიზანს". მათ მაისის ბოლოს "ვოივოდინას" წინააღმდეგ ასევე თასის ფინალი აქვთ სათამაშო.

როგორც "ცრვენა ზვეზდას" ასევე გრაცის "შტურმსაც" აქვს ორი ტიტულის მოგების შესაძლებლობა, მათ თასის ფინალი ხვალ, 1 მაისს აქვთ ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ.

ოთარ კიტეიშვილი ამ სეზონში ავსტრიული გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურელია. 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიის ბუნდესლიგის 23 მატჩში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები