Belive

"ოჯახური მიზეზების გამო საქართველოში გაემგზავრება" - კიტეიშვილი შტურმს დანიაში არ გაყვება

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი უეფას ევროპა ლიგის საწყისი ტურის მატჩში, მიდტიულანდთან სტუმრად გასამართი მატჩისთვის გრაცის შტურმის განაცხადში ვერ მოხვდა.

როგორც ავსტრიის გასული 2 სეზონის ჩემპიონი გუნდის წარმომადგენლებმა განმარტეს, ამის მიზეზი ოჯახური გარემოებაა, რომლის გამოც 29 წლის ფეხბურთელი დანიის ნაცვლად სამშობლოში უნდა გაემგზავროს.

"ოთარ კიტეიშვილმა გვაცნობა, რომ დანიაში გუნდთან ერთად ოჯახური მიზეზების გამო ვერ გამოემგზავრება. არსებობს ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი ამბები. მას იმ დროს ვაძლევთ, რომელიც საკუთარი თავისა და ოჯახისთვის სჭირდება", - ამბობს შტურმის სპორტული დირექტორი, მიხაელ პარენსენი.

გრაცის შტურმი მიდტიულანდთან 24 სექტემბერს, სტუმრად დანიაში ითამაშებს.

სხვა სტატიები