Belive

"თუ ალისონი არა, მაშინ მამარდაშვილი" - იუვენტუსი ქართველი მეკარის დამატებას აპირებს

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია საშუალება La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატებით ტურინის იუვენტუსი ინტერესდება.

"ალისონის დამატების მცდელობა ჯერ კიდევ არ არის დახურული: სატრანსფერო ბაზარი ახალი დაწყებულია და მომავალ თვეებში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

ინგლისელები, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში, საკითხს ფინანსურ ჭრილში არ განიხილავენ, მათთვის მთავარი გასახდელია (გუნდის ატმოსფერო). იმდენადაც კი, რომ მზად არიან იჯარით დათმონ მისი შემცვლელი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ლივერპულში ალისონის ოფიციალურ მემკვიდრედ არის მიჩნეული.

ლივერპულის საწყისი გეგმით, ქართველთან ესტაფეტის გადაცემა ამ ზაფხულს უნდა მომხდარიყო, თუმცა ახლა ვადები შესაძლოა გახანგრძლივდეს.

ალისონის დარჩენის შემთხვევაში, მამარდაშვილი შემდეგ სეზონში იუვენტუსში იჯარით გადაბარგდება", - წერს gazzetta.

ამ სეზონში ალისონს მეტწილად ტრავმა აწუხებს, რის გამოც, გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის 20 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3-ჯერ კარი მშრალად შენახული.

სხვა სტატიები