Belive

ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრეთის მასტერსზე

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

4-6 აგვისტოს, უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის შეჯიბრს - უნგრეთის მასტერსს უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში, 6 მოპოვებული მედლით, მესამე ადგილი დაიკავა. 

ოქროს მედალი 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ვერცხლის მედალს დასჯერდა ლუკა მაისურაძე, ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი: ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი გახდნენ. 

ბრინჯაოს მედლის მფლობელები: ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და გელა ზაალიშვილი
ბრინჯაოს მედლის მფლობელი 100 კგ წონით კატეგორიაში - ილია სულამანიძე
მორიგი ქართული ფინალი 90 კგ-ში: ოქრო - ლაშა ბექაური, ვერცხლი - ლუკა მაისურაძე.

წარმატებული უნგრეთის მასტერსის შემდეგ, ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა. 

შეჯიბრის საერთო საპრიზო თანხა €196,000 ევროს შეადგენდა, საიდანაც თანხა შემდეგნაირად ნაწილდებოდა. 

ტურნირის გამარჯვებული, ჩვენს შემთხვევაში ლაშა ბექაური €6,000 ევროთი დაჯილდოვდა, საიდანაც €4800 ევრო უშუალოდ სპორტსმენს ხვდება, €1200 კი მწვრთნელს ეკუთვნის. 

ვერცხლის მფლობელმა - ლუკა მაისურაძემ, €4000 მოიპოვა, საიდანაც უშუალოდ მას €3200 ხვდება, €800 ევრო კი მწვრთნელს ეკუთვნის. 

ბრინჯაოს მედლის მფლობელებმა: ლაშა შავდათუაშვილმა, ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ და გელა ზააალიშვილმა კი €2000 გამოიმუშავეს, საიდანაც სპორტსმენებს €1600 ევრო ხვდებათ, €400 ევრო კი მწვრთნელს ეკუთვნის.  

სხვა სტატიები