Belive

თბილისის გრანდ სლემის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

24-26 მარტს, თბილისი ძიუდოს საერთაშიროსო შეჯიბრს – თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს.

2 მარტის მონაცემებით, თბილისის გრანდ სლემისთვის 5 კონტინენტის და 42 ქვეყნის, 253 სპორტსმენია რეგისტრირებული, საიდანაც 122 მამაკაცია, 131 კი ქალი.

თბილისის გრანდ სლემს ახალი სპორტის სასახლე “თბილისი არენა” (საკალათბურთო დარბაზი) უმასპინძლებს.

თბილისის გრანდ სლემის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ბილეთების შეძენა კი TKT.GE-ზეა შესაძლებელი. ერთ ადამიანს, ერთი ექაუნთით შეუძლია მხოლოდ 10 ბილეთის ყიდვა.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ თბილისის გრანდ სლემის მიმდინარეობისას, შემდეგი პრიზები გათამაშდება:

  • დოჰაში გასამართი 2023 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური
  • კიმონოები ძიუდოს მსოფლიო ვარსკვლავების ხელმოწერით
  • და სხვა სპრიზები, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები