Belive

შოთა არველაძე: "იმედი მაქვს ეს გოლები ფსიქოლოგიურად წაადგება"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ ეროვნული გუნდის მიერ ისტორიული და სარეკორდო მატჩის მოგების შემდეგ (ტაილანდის წინააღმდეგ - 8:0), სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პოკერის ავტორს, გიორგი მიქაუტაძეს 4 გოლის გატანა მიულოცა.

"გიორგი მიქაუტაძეს ვულოცავ პირველ პოკერს, ეროვნული ნაკრების მაისურით. ისტორიული მიღწევაა და მიხარია, რომ მისი სანაკრებო კარიერა, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. ეს გოლები ფსიქოლოგიურადაც წაადგება და იმედი მაქვს, კლუბშიც მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რომელსაც იმსახურებს", - წერს შოთა არველაძე.
ნიდერლანდური მედია: "ნაკრებში პოკერი მას მწვრთნელის ნდობის დაბრუნებაში დაეხმარება"
ნიდერლანდური მედია: "ნაკრებში პოკერი მას მწვრთნელის ნდობის დაბრუნებაში დაეხმარება"

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შემდეგ მატჩს 15 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები