Belive

"შემცვლელი უკვე მოძებნილია" - ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელის გაშვებას აპირებს

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბულგარული მედიის ინფორმაციით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრებთან წაგების (0:3) შემდეგ, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მთავარ მწვრთნელს გაათავისუფლებს.

"სექტემბერში, ბულგარეთის ნაკრების ტრაგიკული მატჩების შემდეგ, ილიან ილიევის თანამდებობა პენალტის ნიშნულთან დადგა. ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციას უკვე მონახული ჰყავს კანდიდატი, რომელმაც ილიან ილიევი უნდა შეცვალოს და ეს დიმიტარ დიმიტროვ-ჰერო გახლავთ", - წერს gol.bg.

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს ხვიჩა კვარაცხელიას, ნიკა გაგნიძისა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით 3:0 მოუგო და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საწყისი 3 ქულა მოიპოვა.

სხვა სტატიები