Belive

საუკეთესოთა შორის: გიორგი კვერნაძე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა გამოარჩია

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი კვერნაძე იტალიის სერია B-ს სეზონის აღმოჩენათა შორის დაასახელეს.

სეზონის საწყისი ნახევრის შემდეგ, italpress-მა სერია B-ში მომუშავე გუნდის მთავარი მწვრთნელები გამოკითხა და მათ ფეხბურთელისა და გუნდის დასახელება სთხოვა, რომლებსაც აღმოჩენად მიიჩნევენ. ასევე, სპეციალისტებმა დაასახელეს სამი გუნდი, რომლებიც მათი აზრით შემდეგ სეზონში იტალიური ფეხბურთის ელიტაში ითამაშებენ.

ფროზინონე არაერთი მწვრთნელის აზრით სეზონის გამორეული გუნდია, ასევე, საუკეთესო სამეულში ადგილსაც იკავებს. ამ გუნდის ქართველი ლიდერი, გიორგი კვერნაძე აველინოს მთავარი მწვრთნელის, რაფაელე ბიანკოლინოს აზრით, სეზონის აღმოჩენაა.

19 ტურის შემდეგ იტალიის რანგით მეორე ლიგის ლიდერი 41 ქულით სწორედ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდია, რომელსაც ყველა ტურნირზე 19 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები