Belive

საუკეთესო ჩემპიონშიფში - გიორგი ჩაკვეტაძის გამორჩეული სტატისტიკა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფში შესანიშნავი სტატისტიკით გამოირჩა.

კონკრეტულად საქმე ისაა, რომ იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც 2023/24 წლების სეზონში სულ მცირე 500 წუთი აქვთ ნათამაშები, გიორგი ჩაკვეტაძეს ყველაზე მეტი საგოლე შანსი აქვს შექმნილი (90 წუთში საშუალოდ 3.6).

უშუალოდ გასულ მატჩში, რომელიც 2024 წლის პირველ დღეს გაიმართა, საკმაოდ დრამატული გამოდგა და "პლიმუტთან" ფრედ - 3:3 დასრულდა, 24 წლის ქართველმა 4 შანსი შექმნა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძეს "უოტფორდის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები