Belive

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.

მატჩზე ფრანგი და ბელგიელი არბიტრების გუნდმა, ბენუა ბასტიენის ხელმძღვაბელობით უნდა იმუშაოს. ასისტენტები ჰიშამ ზაკრანი და ორელიენ ბერთომეუ იქნებიან, მეოთხე მსაჯი რომენ ლისორჟი, ხოლო ვიდეო ასისტენტ რეფერის ოთახში მეტიუ ვერნისს ბელგიელი ნათან ვერბორმენი დაეხმარება.

ბენუა ბასტიენი 42 წლის მსაჯია, რომელსაც ქართულ ფეხბურთთან შეხება უკვე ჰქონია. 2021 წლის 25 მარტს, ბენუა ბასტიენი შვედეთში, ადგილობრივი და საქართველოს ნაკრებების მატჩზე მუშაობდა, მეტოქემ ის მატჩი (1:0) მოიგო, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში კი ვილი სანიოლს დებიუტი ჰქონდა. იმ შეხვედრაში ბასტიენმა შვედეთის ნაკრების 3 ფეხბურთელი (ლუდვიგ აუგუსტინსონი, კრისტოფერ ოლსონი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააფრთხილა), ხოლო ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან ყვითელი ბარათი ლაშა დვალს უჩვენა.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 15 ნოემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უნდა უმასპინძლოს. მატჩი თბილისისი დროით 21:00 საათზენ უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები