"ხანგრძლივ ვადაში პირველ ნომრად განიხილება" - ბრიტანელი ჟურნალისტი მამარდაშვილზე საუბრობს
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბრიტანელი საფეხბურთო ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ლივერპულის მთავარ კარის დარაჯად გახდომის შანსებზე საუბრობს. ჟურნალისტი განიხილავს ვერსიას, რომ ალისონ ბეკერი ტურინის იუვენტუსში გადაბარგდება, მამარდაშვილი კი სასტარტო თერთმეტეულის რეგულარული წევრი გახდება.
"ტურინის იუვენტუსი აქტიურად მუშაობს ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის ტრანსფერზე. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელი ტურინულ გრანდში გადასვლის იდეას დადებითად აფასებს.
მიუხედავად ამისა, ალისონი კლუბის დატოვებას ისეთივე მიდგომით აპირებს, როგორც ეს იანვარში ენდი რობერტსონის შემთხვევაში მოხდა. მას ლივერპულთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და არ აპირებს გუნდიდან ზეწოლით წასვლას, თუ ეს ყველა მხარის ინტერესებს არ დააკმაყოფილებს.
გიორგი მამარდაშვილის შანსი.
იმ შემთხვევაში, თუ ალისონი გუნდს დატოვებს, მომავალ სეზონში ლივერპულის პირველი ნომერი გიორგი მამარდაშვილი გახდება.
მართალია, მერსისაიდელებმა, პრევენციის მიზნით, სხვა მეკარეების შესახებაც მოიძიეს ინფორმაცია, თუმცა კლუბში არსებული შემადგენლობის მიმართ დიდი ნდობა აქვთ. მამარდაშვილი კვლავ განიხილება ლივერპულის გრძელვადიან მთავარ მეკარედ", - წერს ბენ ჯეიკობსი.
ამ სეზონში ალისონს მეტწილად ტრავმა აწუხებს, რის გამოც, გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 4-ჯერ კარი მშრალად შენახული.