Belive

საქართველოს ნაკრებმა თბილისის თასზე იორდანია დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, თბილისის საერთაშორისო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ისტორიაში პირველად აზიური ნაკრების წინააღმდეგ, თბილისის არენაზე ითამაშა და იორდანია - 86:69 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მექულე  გახდა. "სან ანტონიო სპურსის" კალათბურთელმა 19 ქულა, 5 მოხსნა, და 2 შედეგიანი პასი მოაგროვა. რაც შეეხება ჩვენი ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელია შეხვედრაში ერთადერთი კალათბურთელი იყო რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის აქტივში 16 ქულა და 10 მოხსნა იყო, სამმაგ დუბლამდე მას 4 პასი დააკლდა. 10-ქულიან ნიშნულს კიდევ ერთი ქართველი, გოგა ბითაძე გადასცდა, რომლის მონაგარმაც 13 ქულა და 4 მოხსნა შეადგინა.

საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის თასის ფინალში გავიდა სადაც მონტენეგროს ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი 13 აგვისტოს, კვლავ თბილისი არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები