ვილი სანიოლი: "წინასწარ არ ვფიქრობ, ვინ უნდა ითამაშოს, ფეხბურთელებმა თავად უნდა დაიმსახურონ"
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი 2025 წლის საწყისი ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულების ნაკრებთან შეხვედრის წინ, პრესკონფერენციას მართავს და ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.
"გუნდი მზადყოფნაშია. განსაკუთრებულ ტაქტიკურ ექსპერიმენტებს არ ვგეგმავთ. ფეხბურთელები კარგად იაზრებენ, რომ აუცილებელია, თავი კარგად წარმოაჩინონ.
ძალიან ბევრი ფეხბურთელი 21-წლამდელთა ნაკრებში გვყავს გაშვებული და შესაძლებელია, მათ ნაკრების კარიც შეაღოს. დიდი ხანია ვამბობ, რომ ნაკრებში 9-10 ადგილი თავისუფალია და მათ ამისთვის უნდა იბრძოლონ.
ფარერის კუნძულების ნაკრებთან მატჩში ჩვენი გუნდის კაპიტანი გიორგი ლორია იქნება, შემდეგ მატჩთან დაკავშირებით კი მომდევნო ეტაპზე გავაცხადებთ.
საბა ხარებაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებში გამოვიძახე, მაგრამ ყველა ფეხბურთელს ბევრი მუშაობა სჭირდება. ის ფაქტი, რომ ხარებაშვილი სანაკრებო სიაშია, ნიშნავს, რომ თამაშისთვის მზადაა. მე წინასწარ არ მაქვს განზრახული თუ ვინ ითამაშებს ნაკრებში, ფეხბურთელებმა ეს უნდა დაიმსახურონ.
ფარერის კუნძულების ნაკრები საკმაოდ დაბალ დაცვას თამაშობს, რომელთანაც სომხეთს და ჩეხეთს პრობლემები შეექმნა. ყველა ფეხბურთელმა 100% უნდა გაიღოს.
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ბრწყინვალე ელჩია, არამხოლოდ ფეხბურთში, არამედ მთლიანად ქვეყნის ყველა სფეროში", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები ფარერის კუნძულების გუნდს 5 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შეხვდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.