Belive

გიორგი მაისურაძე: ,,თამაშამდე მითხრეს, ყვითელი არ აიკიდოო, სამწუხაროდ, ავიკიდე''

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მაისურაძე პოლონეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ საუბრობს.

„გოლის დროს მეგონა, რომ ბურთი გადადიოდა, მაგრამ ფეხი მაინც შევახე და მიხარია, რომ ბოლო წუთზე გავიტანეთ და მოვიგეთ. ვიბრძოლეთ და იმედია, ქართველ გულშემატკივრებს კიდევ გავახარებთ.

თავიდან გაგვიჭირდა, პირველად ვითამაშეთ ასეთ გუნდთან და არ დავმალავ, თავიდან დაბნეულები ვიყავით. მაგრამ მერე მივხვდით, რომ თამაში შეიძლებოდა და უფრო თამამად შევუტიეთ.

ძალიან ემოციური ვარ. თამაშამდე მითხრეს, ყვითელი არ აიკიდოო. სამწუხაროდ, ავიკიდე. მერე (იცინის) რამაზი (სვანაძე) მეჩხუბა და შევეცდებით შემდეგ თამაშში ასეთი არ გავიმეოროთ“. - ამბობს გიორგი მაისურაძე

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მეორე ტურის მატჩს საფრანგეთთან, 14 ივნისს, კვლავ ჟილინაში გამართავს.

სხვა სტატიები