Belive

"ქართველმა ახალგაზრდებმა გამარჯვების სურვილი და რწმენა აჩვენეს" - სანიოლი 21-წლამდელთა ნაკრების მატჩს აფასებს

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საწყისი ტურის მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის გამარჯვების შესახებ საუბრობს.

"პოლონეთთან რთული მატჩი გამოდგა, მაგრამ ქართველმა ახალგაზრდებმა განსაკუთრებული სულისკვეთება გამოავლინეს, აჩვენეს რომ მოგება სურდათ, სჯეროდათ ამის და შედეგსაც მიაღწიეს. დღეს ჩვენ მოვიგეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

მატჩის მიწურულს გოლის გატანა და შეხვედრის მოგება განსაკუთრებულია, ასევე ტურნირის კარგად დაწყებაც მშვენიერია. ახლა, გუნდმა მომდევნო მატჩებისთვის ფიქრი უნდა დაიწყოს", - ამბობს ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საფრანგეთის (14 ივნისს), ხოლო მესამე რაუნდში პორტუგალიის (17 ივნისი) ახალგაზრდულ გუნდებს შეხვდება.

სხვა სტატიები