Belive

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩის წინ, ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი 22 მარტს თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდება. მატჩი თურქეთში, სტამბოლში, "პენდიკის" სტადიონზე გაიმართება (20:00 საათი).

რაც შეეხება ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, აქ ჩვენს გუნდს 5 ჩატარებული მატჩის შემდეგ, 10 ქულა აქვს დაგროვებული და ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 26 მარტს, გიბრალტართან სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები