Belive

"ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია" - ავსტრიელი ფეხბურთელი კიტეიშვილს აქებს

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გამოცდილი ავსტრიელი ფეხბურთელი, იაკობ იანტჩერი, რომელიც გრაცის "შტურმის" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში არაერთი სეზონი აქვს გატარებული, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის შესახებ საუბრობს.

"საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოსთვის რონივალდო და ოთარ კიტეიშვილი იბრძვიან. რონივალდო საჩემპიონო ჯგუფშია, მისი მეტოქეები კი ოთარის გარდა გასავარდნ ზონაში და დარჩენისთვის იბრძვიან. ასე რომ, არ ვიცი, სწორი მიდგომაა თუ არა მათი ამ დროისთვის შეფასება. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ ოთარი ბომბარდირი გახდება, მაგრამ რონივალდოც იმსახურებს, რომელიც ამ ასაკში ასე თამაშობს, ისიც ჩემსავით 1989 წელს დაიბადა და ასეთ დონეზე თამაშის გამო პატივისცემას იმსახურებს, მით უმეტეს მაშინ, როცა აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე კეთდება.

ჩემი აზრით, როგორც გასულ წელს, ახლაც ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილია. კიტეიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო თანაგუნდელია, რომლის გვერდითაც კარიერის განმავლობაში მითამაშია. არიან, სხვა ფეხბურთელებიც, მაგალითად, ოსკარ გლუხი, ფიცი და სხვები, მაგრამ ოთარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიძლიერე აქვს - მენტალიტეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ოთარ კიტეიშვილს ხმამაღლა საუბარი არ უყვარს, ენერგიას ასხივებს, წინ მიდის, საკუთარ საჯარიმოში მუშაობს, ურტყამს, გოლს იტანს. გარდა სათამაშო თვისებებისა, მას უბრალოდ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ეს ყველასგან გამოარჩევს", - ამბობს იაკობ იანტჩერი.

ოთარ კიტეიშვილი 12 გატანილი გოლით ავსტრიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ რონივალდოს 2 გოლით ჩამორჩება. გრაცის "შტურმი" ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერია და უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები