საქართველო - ფარერის კუნძულების მატჩზე ბელგიელი მსაჯი იმუშავებს
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრები 2025 წლის საწყის ამხანაგურ შეხვედრაში ფარერის კუნძულების გუნდს შეხვდება.
ამხანაგურ მატჩზე ბელგიელი მსაჯები იმუშავებენ. მთავარი არბიტრი იასპერ ვერგუტი იქნება, რომლის ასისტენტებიც მიხელე სელდრაიერსი და მარტინ ტლესტერსი არიან, ხოლო მეოთხე მსაჯად, ქართველი, გოგა კიკაჩეიშვილი იმუშავებს.
საქართველოს ნაკრები ფარერის კუნძულების გუნდს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.