Belive

"საიმედოდ ითამაშა, მაგრამ კითხვის ნიშნები კვლავ რჩება" - thisisanfield მამარდაშვილის პრე-სეზონს ეხმაურება

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მერსისაიდულმა მედია საშუალება thisisanfield-მა ლივერპულის მიერ გამართული 2026 წლის ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდი შეაფასა და ფეხბურთელებს ამხანაგურ შეხვედრებში ნაჩვენები თამაშის მიხედვით კოეფიციენტი მიანიჭა.

ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით გამართული საწყისი შეკრების დროს მეკარეებმა ასეთი შეფასებები დაიმსახურეს:

"ალისონი - 7 | გრძელი თმით და როგორც ყოველთვის, უზომოდ მაგარი, ალისონი ჩვეულებისამებრ საიმედო იყო. მისი ფეხით თამაში გასულ სეზონთან შედარებით უკეთესია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მისმა ბარძაყის პრობლემებმა შესაძლოა იკლო.

გიორგი მამარდაშვილი - 6 | გიორგი მამარდაშვილი საიმედო იყო, თუმცა დაძაბულ სიტუაციებში ბურთის გათამაშებასთან დაკავშირებით კვლავ რჩება გარკვეული კითხვები. მიუხედავად ამისა, კარგი იქნებოდა, მის თანაგუნდელებსაც რომ ახსოვდეთ, რომ ქართველი მეკარე მარცხენა ფეხით მოთამაშეა", - წერს thisisanfield.

ლივერპული სეზონის საწყის მატჩს 23 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგის საწყისი ტურის ეგიდით, ნიუკასლთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები