Belive

რუი ბორჟესი: "მორიტას დანაკლისის მიუხედავად, ქოჩორაშვილიც გვყავს და ის სრულფასოვნად მზადაა"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პორტუგალიის გასული 2 სეზონის ჩემპიონი გუნდის, ლისაბონის სპორტინგის მთავარი მწვრთნელი, რუი ბორჟესი პრესკონფერენციის დროს გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ საუბრობს. გუნდის კაპიტნის, მორტენ ჰიულმანდის დისკვალიფიკაციის გამო დანაკლისის შესახებ საუბრის დროს, პორტუგალიელი მწვრთნელი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის იმედიც აქვს.

"ჩვენ ჰიდემისა მორიტა, გიორგი ქოჩორაშვილი და დანიელ ბრაგანსა გვყავს, რომლებიც 100%-ით მზად არიან", - ამბობს რუი ბორჟესი.

პორტუგალიურმა გრანდმა გიორგი ქოჩორაშვილი 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატა, ნახევარი წლით, იჯარის წესით, ლევანტეში გაანათხოვრა, ზაფხულიდან კი ქართველი ლომების შემადგენლობას სრულფასოვნად შეუერთდა, მაგრამ საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა.

26 წლის ქართველ ფეხბურთელს პორტუგალიის დედაქალაქის წარმომადგენელ გუნდში 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები