Belive

Rugby World-ი ვახტანგ აბდალაძეზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ცნობილი და გავლენიანი სარაგბო გამოცემა "Rugby World"-ი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის - ვახტანგ აბდალაძის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

რაგბის თამაში გარდაუვალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგი ბავშვობიდან ფეხბურთზე იყო შეყვარებული და "ლივერპულის" თამაშების ყურებაში დღესა და ღამეებს ათენებდა, ამ თავბრუდამხვევ დღეებში, იგი მაინც სულ რაგბზე ფიქრობდა.

ვახტანგ აბდალაძე ბავშვობიდან ირლანდიაში, კერძოდ კი დუბლინში ცხოვრობს, მამამისი ნიჩბოსანი იყო, მას რაგბთან შეხება არცერთი მხრიდან არ ჰქონია, თუმცა იგი მაინც თავიდან ბოლომდე რაგბზე იყო შეყვარებული და მიზანი რეალობად აქცია - იგი დღეს "ლენსტერის" შერკინების მოთამაშეა.

აბდალაძე "ლენსტერის" ფორვარდია და გასული წლის ნოემბერში მან თავისი პირველი მატჩი, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ურუგვაის წინააღმდეგ გამართა. ეს კი მისი ოჯახისთვის განსაკუთრებული მომენტი იყო.

"მე ნამდვილად არასოდეს დავმჯდარვარ და მშობლებთან რაღაცა წვრილმანებზე არასდროს მისაუბრია. ჩემი ოჯახი საქართველოდან 2001-2002 წლებში წამოვიდა და ირლანდიაში გადავცხოვრდით. იმ ეტაპზე საქართველო არ იყო ისეთი განვითარებული, როგორც ირლანდია და თან ამ ყველაფრის ფონზე ქვეყანაში ძალიან დიდი არეულობა იყო.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში. საქართველოს ნაკრებს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული შერკინება ჰყავს, აქ კონკურენცია ძალიან დიდია და თუ ერთხელ ფეხი დაგიცდება, ან არ ივარჯიშებ, ან იზარმაცებ, ეგრევე სხვა ბიჭს დაუძახებენ ნაკრებში. ეს კარგია, რადგან მოდუნების საშუალება არ მეძლევა.

და ერთსაც დავამატებ - არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც საქართველოს ჰიმნზე დავდექი და ვიმღერეთ..."

სხვა სტატიები