Belive

რამდენი გამოიმუშავა დვალიშვილმა ლეგენდარული ალდოს დამარცხებით?

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

UFC 278-ის ივენთზე მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა. ეპოქალური გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ქართველ მებრძოლს ოქტაგონზე მოპოვებული ზედიზედ 8 გამარჯვება დაუგროვდა. ჟოზე ალდო საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. მისი დამარცხება მერაბისთვის სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია იმისათვის, რომ უკეთესი ბრძოლები მიიღოს. ამ გამარჯვებით დვალიშვილი, დიდი ალბათობით, მიუახლოვდება საჩემპიონო ბრძოლას. თუმცა, თანა უაითმა ბრძოლების შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ასეთი არასანახაობრივი ბრძოლის შემდეგ, ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებს.

 
View this post on Instagram
 

A post shared by MERAB DVALISHVILI-THE MACHINE (@merab.dvalishvili)

ყველასთვის ცნობილია, რომ UFC სპორტსმენებს ძალიან დიდ თანხებს უხდის ბრძოლის ჩატარებისთვის. მაგალითად, UFC 278-ის მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა, კამარუ უსმანმა და ლეონ ედვარდსმა, ერთად,  $ 1 224 000 გამოიმუშავეს. ნიგერიელ მებრძოლს, მიუხედავად შედეგისა, $ 750 000 გარანტირებული ჰქონდა და გამარჯვების შემდეგ, ბონუსის სახით $ 100 000 მიიღებდა. ჯამში კამარუ უსმანმა, მიუხედავად მარცხისა $892 000 გამოიმუშავა, ხოლო მისმა მეტოქემ, რომელმაც ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, $ 432 000. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან ამ უმნიშვნელოვანესი მოგების შემდეგ, ჯამში $ 55 000 მიიღო. ქართველ მებრძოლს $ 50 000 გარანტირებული ჰქონდა და სპონსორებისგან დამატებით  $ 5 000 მიიღო.

სხვა სტატიები