Belive

"რაიან შერკის მსგავსად თამაშობს" - მედიაში დავითაშვილის ტრანსფერზე საუბრობენ

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის წარმომადგენელ არაერთ გუნდს უკავშირებენ.

getfootballnewsfrance წერს, რომ 24 წლის ქართველი ფეხბურთელი იმ მოთამაშეებს შორის არის, რომელიც ლიგა 1-ში დაქვეითებულ გუნდებს წარმოადგენენ და ლიგა 1-დან მათი დამატებით ინტერესდებიან.

"ქართველი, ალბათ, ის სახელია, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელიასთან და გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ამ ახალი ქართული ნიჭის ავანგარდის ნაწილია.

სადებიუტო სეზონში მან 9 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რაც ისეთი გუნდის ფეხბურთელისგან, რომელიც ლიგა 2-ში დაქვეითდა, ბრწყინვალე შედეგია. ზურიკო დავითაშვილი ისეთ რაღაცებს აკეთებს, რასაც მეზობლად, ლიონში რაიან შერკი. ისინი ერთ კატეგორიაში გადიან. ამბობენ, რომ დავითაშვილი ზედმეტად ინდივიდუალისტია, მაგრამ ის მიმზიდველი ფეხბურთელია.

ახალი გუნდებისთვის, სენტ-ეტიენის ფინანსურად დაკმაყოფილება შესაძლებელია ძნელია, რადგან ზურიკო დავითაშვილის და ლუკას სტასინის დამატება მარტივი ამბავი არ არის. ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ში ბორდოდან გადაბარგდა", - წერს getfootballnewsfrance.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში 34 მატჩში 9 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ის გუნდის მეორე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია.

სხვა სტატიები