Belive

რა შემთხვევაში მოხვდება საქართველო მეორე კალათაში? უეფამ ფორმატი დაამტკიცა

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

9 ნოემბერს ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ უეფას ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის ფორმატი და წესები დაამტკიცა.

ამრიგად, სხდომის შემდეგ განისაზღვრა ევროპული ნაკრებების კალათაში გადანაწილების პრინციპი.

განსაზღვრულია, რომ წილისყრის დროს ნაკრებების სხვადასხვა კალათაში განთესვა დამოკიდებული მათ მიერ უეფას ერთა ლიგაზე დაფიქსირებულ შედეგებზე იქნება.

საქართველოს ნაკრები B დივიზიონში იმყოფება, სადაც შემდეგი მოცემულობაა: ჯგუფურ ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მეორე კალათაში მოხვდებიან, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილების დამკავებელი გუნდები მესამე კალათაში დაიკავებენ ადგილს.

უეფას ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა 6 დეკემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გაიმართება.

რამაზ სვანაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და განახლებული საწვრთნელი გუნდის შესახებ ინფორმაცია 9 ნოემბერს გამართული პრესკონფერენციის დროს დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 4 ტურის შემდეგ დაგროვებული 2 ქულით ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის B დივიზიონის მე-2 ჯგუფში მე-4 პოზიციას იკავებს.

საქართველოს ნაკრები დასკვნით შეხვედრებს ნოემბრის თვეში გამართავს. 14 რიცხვში უნგრეთთან საშინაო კედლებში, 17-ში კი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან.

სხვა სტატიები