დანაკლისი: უკრაინის ნაკრებს კიევის დინამოს ფორვარდი ვერ დაეხმარება
საქართველოს ნაკრების მეტოქემ, უკრაინის ნაკრებმა ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩების წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგა.
კიევის დინამოს ახალგაზრდა ფორვარდი, მატვეი პონამარენკო უკრაინის ნაკრებს ერთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. ეროვნული გუნდის შემადგენლობიდან მისი ამოვარდნის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად განაცხადა.
მთავარი თავდამსხმელის ნაკრებიდან გამოკლების მიზეზი დონეცკის შახტართან გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა. შეხვედრა უგოლო ფრედ (0:0) დასრულდა.
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა ვიქტორ ციგანკოვის შესახებაც, რომელმაც დაზიანების გამო ეროვნული გუნდის ნოემბრის შეკრება უნდა გამოტოვოს.
ამრიგად, უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში ამჟამად ოთხი ფორვარდი რჩება: იგორ კრასნოპირი, დანილო სიკანი, რომან იარემჩუკი და ვლადისლავ ვანატი, რომელიც გუნდში დამატებით გამოიძახეს.
საქართველოს ნაკრები უკრაინას უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უნდა შეხვდეს.