კიდევ ერთი ნახევარმცველი: რამაზ სვანაძემ საქართველოს ნაკრების განაცხადი გააფართოვა
საქართველოს ნაკრებში უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის 2026/27 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩებისთვის შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გუნდის განაცხადი გააფართოვა და უკრაინულ "კოლოსში" მოთამაშე ნიკა გაგნიძეს უხმო.
გორის დილას აღზრდილ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში დებიუტი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2025 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის მაისური 9 შეხვედრაში მოირგო, ბულგარეთის ნაკრების კარში (მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი) კი გოლის გატანაც მოახერხა.
25 წლის ფეხბურთელის გამოძახება ნაკრებში რომელიმე მოთამაშის ტრავმას არ უკავშირდება და მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილებაა.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვდრას გამართავს: 14 რიცხვში უნგრეთთან საშინაო კედლებში, 17-ში კი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან.