Belive

საგოლე პასი: რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ზარიამ კოპენჰაგენთან მატჩში?

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მეხუთე ტურში, ალმაატის ქაირათმა კოპენჰაგენთან სტუმრად ითამაშა და 3:2 წააგო.

ყაზახური გუნდის შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე გახლდათ და მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ზარია, რომელმაც მოედანზე გატარებულ 20 წუთში საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და თავის გუნდში ყველაზე მაძღალი შეფასება დაიმსახურა.

ქართველი ფეხბურთელის შეფასება სტატისტიკურმა პლატფორმებმა მარგი ქმედების შემდეგი კოეფიციენტით შეაფასეს:

Flashscore: 8.2

Whoscored: 7.2

Sofascore: 6.9

ალმაატის ქაირათს 5 ტურის შემდეგ ქულა აქვს და პოზიციას იკავებს. შემდეგი მატჩი ქართველი ფეხურთელის გუნდმა 9 დეკემბერს, პირეოსის ოლიმპიაკოსთან საშინაო კედლებში უნდა გამართოს.

სხვა სტატიები