Belive

ყაზახეთის გრანდ სლემი: დღე I - ტატამზე თუთაშვილი და ნადირაძე გამოვლენ | პრევიუ

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

16-18 ივნისს ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა, ყაზახეთის გრანდ სლემს უმასპინძლებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს, მამაკაცთა წონითი კატეგორიიდან ტატამზე 60 და 66 კგ წონებს ვიხილავთ. საქართველოს ნაკრების დროშის ქვეშ კი ლაშა ნადირაძე და გიორგი თუთაშვილი იასპარეზებენ.


66 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს სპორტსმენი არ ჰყავს, თუმცა 66 კგ-ში 2 სპორტსმენი: გიორგი თუთაშვილი და ლაშა ნადირაძე იასპარეზებენ.

გიორგი თუთაშვილს საშეჯიბრო ბადეში არ გაუმართლა. ახალგაზრდა ქართველი C ბადეში მიიღებს მონაწილეობას და განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი - ფაბიო ბაზილე იქნება. იტალიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი თუთაშვილი ფრანგ - დაიკი ბოუბას დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ლაშა ნადირაძეს, ნადირაძეც B ბადეში განუთესავი იქნება და პირველ ეტაპზე მისი მეტოქე, წარმოშობით ქართველი, კვიპროსის სახელით მოასპარაზე - გიორგი ბალარჯიშვილი იქნება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ნადირაძე უზბეკ - მარუფჯონ აკმადოვს შეხვდება.


წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 08:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 15:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები