სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალშია
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
სანდრო ბაზაძე თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე დამაჯერებლად ასპარეზობს. ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში დღეს ჩაერთო ასპარეზობაში და 1/8-ფინალამდე გზა ერთი ამოსუნთქვით განვლო. ქართველმა მოფარიკავემ T32 ეტაპზე უილიამ მორილი 15:10 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა.
1/8-ფინალური ბლოკი 15:00 საათზე დაიწყება, სადაც სანდრო ბაზაძე მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცხება
შეგახსენებთ, რომ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო მასპინძლობს 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 150-ზე მეტი ქვეყნის 1800-მდე მოფარიკავე ასპარეზობს.
ფოტო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია