Belive

ქართველმა მძიმეწონოსნებმა დღე უმედლოდ დაასრულეს

12 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მე-7 დღეს, საქმეში ქართველი მძიმეწონოსნები ჩაერთვნენ. სამწუხაროდ, ეს დღე ქართული დელეგაციისთვის უმედლოდ დასრულდება.

+100 კგ წონით კატეგორიაში ტატამიზე ჩვენი გუნდის კაპიტანი, გურამ თუშიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი ვიხილეთ. ირაკლი დემეტრაშვილი პირველივე შეხვედრაში, უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოევთან იპონით დამარცხდა (დამატებიტ დროში).

გურამ თუშიშვილმა კარგად დაიწყო და პირველი 2 დაპირისპირება საკმაოდ მარტივად, ჯერ მონღოლ, შემდეგ კი გვინეელ მეტოქეებს მოუგო. მერვედფინალში გურამს რუსი ვალერი ენდოვიცკი შეხვდა, რომელთანაც ვაზარი გაატარა, თავად კი გდების შესრულება ვერ შეძლო.

+78 (ქალებში) სოფიო სომხიშვილმა პირველივე შეხვედრა 7 წამში, რუს მარია ივანოვასთან, სუფთა გდებით დათმო.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ბოლო დღეს, გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ინდივიდუალურ ასპარეზობაში, საქართველოს ორი ჩემპიონი (ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი), ერთი ვიცე-ჩემპიონი (ეთერ ლიპარტელიანი) და ერთიც ბრინჯაოსმედალოსანი (გიორგი სარდალაშვილი) ჰყავს.

სხვა სტატიები