Belive

ქართველი მეკარე ლა ლიგაში აღზევებულ გუნდში: მათე საური ესპანეთში ითამაშებს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ახალგაზრდა ქართველი მეკარე, მათე საური, კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი გოლკიპერი 2024 წლის ზაფხულიდან პორტუგალიური რიუ ავეს 23-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ახლა კი რეალ ოვიედოს ბ გუნდს შეუერთდება.

რეალ ოვიედო ვეტერან ესპანელ ფეხბურთელ, სანტი კასორლასთან ერთად გასული წლების განმავლობაში ლა ლიგა 2-დან ლა ლიგაში ასასვლელად იბრძოდა, რასაც 2024/25 წლების სეზონში მიაღწია. ახალი სეზონიდან რეალ ოვიედო ესპანეთის ელიტარულ დივიზიონში ითამაშებს, ხოლო ქართველი მეკარე ამ კლუბის ბ გუნდში ითამაშებს.

19 წლის ქართველი კარის დარაჯი ესპანური მედიის ინფორმაციით როგორც მთავარ, ისე სათადარიგო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და უახლოეს დღეებში კონტრაქტს გააფორმებს.

სხვა სტატიები