Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბილბაოს ატლეტიკთან მატჩში?

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მეექვსე ტურში, პსჟ-მ ბილბაოს ატლეტიკთან სტუმრად ითამაშა და უგოლო ფრის შემდეგ ქულა მოიპოვა.

კვარამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ნათამაშებ დროში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

24 წლის ფეხბურთელი სხვადასხვა სტატისტიკურმა პლატფორმებმა შემდეგი კოეფიციენტით შეაფასეს.

Flashscore: 7.2

Whoscored: 6.5

Sofascore: 6.9

პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში 13 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 2026 წლის 21 იანვარს, გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის სპორტინგთან გამართავს.

სხვა სტატიები