Belive

ქართველები ესპანეთში არიან - ნაკრების შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრები ვალიადოლიდში ჩავიდა, სადაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. წლის ბოლო მატჩში საქართველო ესპანეთის ნაკრებს ხოსე სორილიას სახელობის სტადიონზე, 19 ნოემბერს დაუპირისპირდება. შოტლანდიასთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია ვერ დაეხმარება.

18 ნოემბერს, ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება. 

ესპანეთი - საქართველოს მატჩი, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა :

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი) 

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

სხვა სტატიები