Belive

ლუჩიანო სპალეტი სერია A-ს წინა სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" ყოფილი და ამჟამად იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

პრესტიჟული ჯილდო, რომელსაც ოქროს სკამი ეწოდება, გამარჯვებულს თავად მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად გადაეცემა. გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგისა და სტეფანო პიოლის დიდი უპირატესობით აჯობა.

"მადლობას ვუხდი ყველას. პირველ რიგში ჩემს ფეხბურთელებს "ნაპოლიში", თანამშრომლებს, კრისტიანო ჯუნტოლის, მთელს ნეაპოლს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ ჯილდოს მოგებაში.

"ოქროს სკამის" მიღება საკუთარი კოლეგებისგან განსაკუთრებული პატივია, რადგან ამ დროს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები გაფასებენ", - თქვა ლუჩიანო სპალეტიმ.

ლუჩიანო სპალეტიმ აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეორედ მოიგო, პირველად მან ეს 2004/05 წლების სეზონში შეძლო, როცა "უდინეზე" მეოთხე პოზიციაზე გაიყვანა. სპალეტიმ "ნაპოლისთან" ერთად 2022/23 წლების სეზონის სერია A მოიგო და ისტორიაში პირველად, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.

სხვა სტატიები