Belive

ქართული დუელი ჩემპიონთა ლიგაზე: ითამაშებენ თუ არა ქოჩორაშვილი და ზარია?

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საწყისი ტურის მესამე სათამაშო დღეს ქართველი ფეხბურთელების გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.

ლისაბონში, პორტუგალიის ჩემპიონატის გასული ორი სეზონის გამარჯვებული სპორტინგი ტურნირის დებიუტანტს, ყაზახეთის ჩემპიონ ალმაატის კაირატს შეხვდება.

გიორგი ქოჩორაშვილის თამაშს პორტუგალიური მედია მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში ვარაუდობს, ხოლო გიორგი ზარია სტუმრების განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

ჰიდემისა მორიტას შემდეგ, პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ორ სათამაშო კვირაში, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და მას ყაზახურ გუნდთანაც საწყისი წუთიდანვე ელოდებიან, გიორგი ზარია კი რამდენიმე კვირაა ტრავმირებულია და უდიდესი ალბათობით, მოედანს სექტემბრის მიწურულს დაუბრუნდება.

ლისაბონის სპორტინგი ალმაატის კაირატს 18 სექტემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები