Belive

"პრემიერ ლიგაში და ლიგა 1-ში 100 მილიონ ევროს ამზადებენ" - სატრანსფერო ექსპერტი კვარაზე სიახლეს ავრცელებს

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფეხბურთო ტრანსფერების აქტიურად გამშუქებელი ჟურნალისტი, ერკემ კონური სოციალურ ქსელში, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სიახლეს ავრცელებს.

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის შესახებ გავრცელებულ სიახლეში ნათქვამია, რომ ლიგა 1-ისა და პრემიერ ლიგის წარმომადგენელი გუნდები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის მოახლოების პარალელურად, აქტიურ მუშაობას იწყებენ და ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით ინტერესს აძლიერებენ. აღნიშნულია ისიც, რომ 23 წლის ქართველი შემტევის ტრანსფერის განხორციელების მიზნით, გუნდები 100 მილიონი ევროს მობილიზებას აპირებენ.

ყველაზე ახალი ინფორმაციების თანახმად, რომელიც იტალიურ მედიაში გავრცელდა, "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს და სურს განახლებულ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი დაამატოს, სადაც მსურველ მხარეს სულ მცირე 130 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

2023/24 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" შემადგენლობაში 10 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება თავად სამხრეთულ გუნდს, იტალიის სერია A-ში ნეაპოლელებს 49 ქულა აქვთ დაგროვებული და მერვე პოზიციას იკავებენ, შემდეგი შეხვედრა კი 28 აპრილს, "რომასთან", საშინაო კედლებში უნდა გამართონ.

სხვა სტატიები