ოთარ კიტეიშვილი: "ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ"
10 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის შემტევმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატის 23-ე ტურში, ვენის აუსტრიასთან გამარჯვების (5:2) შემდეგ ისაუბრა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი გამარჯვება გამოვიდა. ხუთი გოლის გატანა გასვლით მატჩში განაცხადია. შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ გაუმჯობესება მაინც გვჭირდება.
საწყის ტაიმში მაინც და მაინც კარგად ვერ ვითამაშეთ და აუსტრიას უკეთესი მომენტები ჰქონდა. ამ დროს გაგვიმართლა, მერე კი წინ გავედით, რასაც არ ველოდით. ამან მუხტი შეგვმატა. მესამე გოლის დროს დანიშნული პენალტი გადამწყვეტი გამოდგა. ამის შემდეგ ბევრი სივრცე მივიღეთ, ხოლო აუსტრიას რისკზე წასვლა მოუწია", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
გრაცელების ქართველმა ათიანმა დუბლის შესრულება მოახერხა, ჩემპიონატში მე-12, ყველა ტურნირზე კი მე-16 გოლის გატანა მოახერხა. ოთარ კიტეიშვილი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს, ხოლო მისი და გიზი მამაგეიშვილის გუნდი ზედიზედ მესამე ჩემპიონობისკენ მიიწევს.