Belive

პოლიტანო: "ასეთ ფორმაში მყოფ კვარაცხელიასთან და ოსიმენთან ერთად ყველაფერი მარტივდება"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" შემტევმა ნახევარმცველმა, მატეო პოლიტანომ, რომელმაც "სასუოლოსთან" მოგებულ მატჩში (6:1) ორი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, მატჩი შეაფასა და საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე მატჩზე ისაუბრა.

"ვაცნობიერებდით, რომ დღევანდელი მატჩი გადამწყვეტი იყო. მოგება გვჭირდებოდა და ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. გზად ბევრი ქულა დავკარგეთ და ეს სამწუხაროა. მიუხედავად ამისა, კვლავაც შეგვიძლია ძალების აღდგენა და ასეთი მიდგომით შედეგის მიღწევაც. დღეს ჩვენი ღირებულება ვაჩვენეთნ და უნდა გავაგრძელოთ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ."

"კალცონა? რთული წელი იყო, ის მესამე მწვრთნელია. ბევრი ჩვენგანი იცნობდა მას, რადგან აქ უკვე სარისთან და სპალეტთან ერთად მუშაობდა. ბევრ მოთამაშეს იცნობდა და პირველივე დღიდან ნათლად აჩვენა თავისი თამაშის სტილი. ასეთ ფორმაში მყოფ კვარაცხელიასთან და ოსიმენთან ერთად ყველაფრის მიღწევა უფრო მარტივი იქნება", - თქვა 30 წლის იტალიელმა მარჯვენა გარემარბმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ "სასოუოლსთან" სტუმრად მოგებულ (6:1) მატჩში დუბლის შესრულება და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველის აქტივში უკვე 8 გოლი და 5 საგოლე პასია.

"ნაპოლის" 26 ჩატარებული მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიცია უკავია და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა 7 ქულა აქვს. შემდეგ შეხვედრას ქართველის გუნდი პრინციპულ მეტოქესთან, ტურინის "იუვენტუსთან" 3 მარტს, საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები