Belive

პარიზის გრანდ სლემი - 3 სპორტსმენის იმედად | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
5 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი, პარიზის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იასპარეზებს. 5 თებერვალს, საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენი იასპარეზებს. გაგაცნობთ მათ ვინაობასა და საშეჯიბრო ბადეებს.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2021 წლის ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული - ჯაბა პაპინაშვილი დაიცავს, რომელიც D ბადეში მიიღებს მონაწილეობას. ჯაბა ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, განის წარმომადგენელი - ზეო აგუდო იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ჯაბა 1/4 ფინალში იჭიდავებს და მისი მეროქე, ეგვიპტელ - ამერ ფატიჰსა და წარმოშობით ქართველ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე - ლუკა მხეიძეს შორის გამარჯვებული იქნება.

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი - ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს. ვაჟა B ბადეში იქნება განთესილი და პაპინაშვილის მსგავსად ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება, სადაც ანგოლელი მეტოქე - ედმილსონ პედრო ეყოლება. ანგოლელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, 1/4 ფინალში, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ფრანგ - უიალიდ ხიარს შეხვდება.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი, -73 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი - ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს. ლაშა შავდათუაშვილს პარიზის გრანდ სლემი მოგებული არ აქვს და იგი ორმაგი ძალებითა და წითელი არშიით ოქროს მედალს შეუტევს. ლაშა A ბადეში მოხვდა და მხოლოდ იგი იქნება განთესილი. შავდათუაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელ - იეჰონათან ელბაზსა და ბრაზილიელ - ჟულიო სეზარ კოდას შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრის მთავარი ფავორიტია. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის ყურებას Silk Universal-ზე შეძლებთ.    

სხვა სტატიები