პარა ძიუდო | რევაზ ჩიკოიძე ტოკიოს გრან პრის ოქროსმედალოსანია
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე პარა ძიუდოს გრანდ სლემზე, ქართველმა პარა ძიუდოისტმა - რევაზ ჩიკოიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში, ქართველმა ფალავანმა ყაზახი ზუხრამირზა შუკურბეკოვი დამაჯერებლად დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტის წარმატებული ასპარეზობის შესახებ, ინფორმაცია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის facebook გვერდზე განთავსდა.